02 ივლისი 2024,   11:16
ვრცლად
ირანში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 5 ივლისს გაიმართება

ირანში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 5 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

პრეზიდენტობის ოთხი კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ შეძლო ხმათა 50%-ზე მეტის მოპოვება, რის გამოც მეორე ტური დაინიშნა.

პირველი ტურის შედეგების თანახმად, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი მცირედით უსწრებდა ბირთვულ მოლაპარაკებებში ირანის ყოფილ მთავარ წარმომადგენელს - რადიკალ კონსერვატორს.

დღის ამბები