08 ოქტომბერი 2024,   21:19
ვრცლად
თურქეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

ანკარაში ძლიერი აფეთქების წუთები მშვიდობიანი აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ შემთხვევით გადაიღო. რამდენიმე წუთიანი ინტერვალით ორი ძლიერი აფეთქება თურქეთის დედაქალაქში დილის 10 საათზე მოხდა.

ასაფეთქებელი მოწყობილობები ცენტრალური რკინიგზის მახლობლად ესტაკადის ქვეშ ამოქმედდა, სადაც მშვიდობის მარშის მონაწილეები იკრიბებოდნენ. დემონსტრანტები თურქეთის სამთავრობო ძალებსა და ქურთ მებრძოლებს შორის კონფლიქტის შეჩერებას ითხოვდნენ.

ბოლო მონაცემებით, ტერაქტს 86 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 190–ს აღწევს.

ქვეყნის პრეზიდენტი თავდასხმას წინასაარჩევნოდ დესტაბალიზაციის გამოწვევას უკავშირებს. რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა დამნაშავეების დასჯის პირობა დადო.

თავდასხმების გამო თურქეთში სამდღიანი საყოველთაო გლოვა გამოცხადდა, საპარლამენტო არჩევნები კი ქვეყანაში 1 ნოემბერს არის დაგეგმილი.

 

 

ავტორი: ნინო დვალიშვილი

დღის ამბები