03 ივლისი 2024,   00:28
ვრცლად
"ძალიან დიდ მადლობა ნაკრებს იმ დღეებისა და წუთებისთვის, რომელიც გვაჩუქა" - საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანეთის შეხვედრა 4-1 დასრულდა. ანგარიშის მიუხედავად, საქართველოს ეროვნული ნაკრები მაინც გამარჯვებულია. დებიუტანტმა ქვეყანამ შეძლო და მერვედფინალში ითამაშა. ქართველი ფეხბურთელები ამაყები და თავაწეულები დაბრუნდებიან ქვეყანაში.

ქართველი ქომაგები უკვე ტოვებენ სტადიონსა და ტრიბუნებს. გულშემატკივრები მიიჩნევენ, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა თავი არ დაზოგეს და ღირსეულად ითამაშეს.

"ძალიან კარგი თამაშები ვნახეთ და ძალიან დიდ მადლობა ნაკრებს იმისთვის, რა დღეები და წუთებიც გვაჩუქა სტადიონზე. ყოველთვის ვუგულშემატკივრებ, როგორც არ უნდა დამთავრდეს მატჩები", - განაცხადა გულშემატკივარმა.

დღის ამბები