03 ივლისი 2024,   00:15
ვრცლად
"არ შეიძლება, რომ არ ვიყოთ მადლიერები" - ქართველი გულშემატკივრები ეროვნულ ნაკრებს მადლობას უხდიან

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთთან თამაშში დამარცხდა, ქართველი გულშემატკივრებისთვის ისინი დამარცხებულები არ არიან.

ქართველი ქომაგები ბიჭებს კიდევ ერთხელ უხდიან მადლობას იმ წამებისთვის, რომელიც ქართველ გულშემატკივრებს აჩუქეს.

"ბოლო პერიოდო ქვეყნისთვის იყო დაუვიწყარი დღესასწაული. ჩვენ ვიყავით ემოციების ზღვაში. რა თქმა უნდა, ვისურვებდით დღევანდელი მატჩი მოგვეგო, თუმცა არ მივიჩნევ, რომ ჩვენები დამარცხდნენ, პირიქით, ეს იყო ჩვენი პირველი ნაბიჯების ევროპის ჩემპიონატზე. დარწმუნებული ვარ, ყველა ავალაპარაკეთ. საოცარი შთაბეჭდილება მოვახდინეთ მთელ მსოფლიოზე. მომდის შეტყობინებები კოლეგებისგან, მეგობრებისგან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ყველა გულშემატკივრობს საქართველოს, ყველა იყო სასიამოვნოდ გაოცებული და არ შეიძლება, რომ არ ვიყოთ მადლიერები. ძალიან ბედნიერები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი მატჩი ისე არ დასრულდა, როგორც ვისურვებდით", - განაცხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარმა.

დღის ამბები