03 ივლისი 2024,   00:15
ვრცლად
დამარცხების მიუხედავად ქართველი გულშემატკივრები კმაყოფილები არიან და მადლობას უხდიან ნაკრების ფეხბურთელებს

ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგის მიუხედავად, ქართველი ქომაგები, საბოლოო ჯამში, კმაყოფილები არიან.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ესპანეთთან დამარცხდა, ჩვენ 39-ე წუთამდე ვიგებდით, რაც ძალიან დასაფასებელია.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ევრო 2024-ზე ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებს გოლი არ ჰონდა გაშვებული და პირველი ბურთი საქართველოსთან თამაშის დროს მიიღო კარში.

თამაშის დასრულების შემდეგ, ქართველმა ქომაგებმა შეძახილებითა და ოვაციებით გაამხნევეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები და მადლობა გადაუხადეს მათ შესანიშნავი ასპარეზობისთვის.

დღის ამბები