03 ივლისი 2024,   00:36
ვრცლად
ძალიან კარგი ჯგუფური ეტაპი ჩავატარეთ, ძალიან მაგარი თავგადასავალი გამოვიდა - გურამ კაშია

ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ მატჩის დასრულების შემდგე, ესპანეთთან თამაშის მიმდინარეობა შეაჯამა. კაშიამ მეტოქეც შეაფასა და განაცხადა, რომ მისთვის, ეს ნაკრები ყველაძე ძლიერი მეტოქე იყო.

"ფეხბურთელებს გვეამაყება, რომ ასეთი ბიჭების გვერდით ვთამაშობთ. ძალიან კარგი ჯგუფური ეტაპი ჩავატარეთ. ძალიან მაგარი თავგადასავალი გამოვიდა.

ძალიან მაგარი საფეხბურთო ენერგიაა ქვეყანაში და ძალიან მიხარია, რომ ასეთი სიტუაციაა. მიხარია, ამდენ ბედნიერ ქართველს რომ ვხედავ.

დღევანდელ თამაშს რაც შეეხება, პირველი ნახევარი გეგმას მივყვებოდით და ძალიან კარგად გავართვით თავი. მეორე ნახევარში კიტეიშვილის დამტვრევის შემდეგ, შეიცვალა თამაშის ხარისხი. კიტეიშვილი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი ჩვენთვის და სამწუხაროდ, დაგვაკლდა მეორე ტაიმში.

ესპანელები ფავორიტები არიან. ძალიან რთულია მათ წინააღმდეგ თამაში. ისეთი კლასის ფეხბურთელები ჰყავთ, რომ ვგრძნობდი, ჩვენზე ბევრად უკეთ თამაშობდნენ ფეხბურთს. ესპანეთის ნაკრებზე ვლაპარაკობთ, მერვედფინალში, წარმოგიდგენიათ ხომ, თვითონაც ისეთი მოტივირებულები იყვნენ, რომ ვიცოდი, ძალიან რთული თამაში გამოვიდოდა. ესპანეთის ნაკრები ჩემთვის ყველაზე რთული მეტოქეა", - განაცხადა გურამ კაშიამ.

ევრო 2024-ის 1/8-ფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა. შეხვედრა ესპანეთის გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა.

დღის ამბები