03 ივლისი 2024,   00:09
ვრცლად
დღეს ძნელი იყო, მაგრამ თავაწეული უნდა წავიდეთ ევროპის ჩემპიონატიდან - გიორგი მიქაუტაძე

ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ, თამაშის დასრულების შემდეგ, კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა, თუმცა რთული მატჩი გამოდგა.

მისივე განცხადებით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად წარსდგა.

"ძნელი იყო ესპანეთთან თამაში. ვიცით, რომ საუკეთესო გუნდია ევროპის ჩემპიონატზე. ყველაფერი ვქენით, დავრბოდით, მაგრამ არ გვეყო [ძალა]. დღეს ძნელი იყო, მაგრამ თავაწეული უნდა წავიდეთ ევროპის ჩემპიონატიდან. რაც შემეძლო ყველაფერი ჩავდე ამ ევროპის ჩემპიონატზე", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

ევრო 2024-ის 1/8-ფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა. შეხვედრა ესპანეთის გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა.

დღის ამბები