08 ოქტომბერი 2024,   21:17
ვრცლად
ათობით დაღუპული და დაშავებული - თუქეთში ტერაქტის დროს დაღუპულებს გლოვობენ

თურქეთში ყველაზე მასშტაბური ტერაქტის დროს დაღუპულებს გლოვობენ. ბოლო მონაცემებით, ანკარაში ორი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 95–მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 250-ს აღწევს. ტერაქტის შემდეგ თურქეთის დიდი ქალაქები საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა. 

ორი ძლიერი აფეთქება ანკარაში ადგილობრივი დროით 10 ოქტომბერს დილის 10:00 საათზე მოხდა.

ასაფეთქებელი მოწყობილობები რკინიგზის სადგურის მახლობლად, ესტაკადაზე ამოქმედდა, სადაც მშვიდობის მარშის მონაწილეები იკრიბებოდნენ.

გამოძიების ერთ–ერთი ვერსიით, აფეთქებები შესაძლოა, თვითმკვლელმა ტერორისტებმა მოაწყვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ავტორი: ნინო დვალიშვილი

 

 

 

 

დღის ამბები