04 ივლისი 2024,   22:23
ვრცლად
ფრანკფურტში, ავტომობილების რეგისტრაციიდან მოხსნის სანაცვლოდ, მოქალაქეებს ერთწლიან უფასო სამგზავრო ბარათებს გადასცემენ

გერმანიაში, ფრანკფურტში, ხელისუფლება მოქალაქეებს სთავაზობს, არ გადაადგილდნენ პირადი ავტომობილებით, სანაცვლოდ კი, მთელი წლის განმავლობაში, მთელი გერმანიის მასშტაბით, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ერთწლიან უფასო სამგზავრო ბარათს სთავაზობს.

როგორც Bild-ი წერს, ავტომობილების სიმჭიდროვით, გერმანიაში ფრანკფურტი ლიდერობს. იქ 750 000 მოქალაქეზე, 350 000 მანქანაა რეგისტრირებული. ამის გამო, ქალაქის ხელისუფლებამ მოქალაქეების წახალისება გადაწყვიტა, რათა მათ პირადი ავტომობილებით სარგებლობა შეამცირონ.

შესაბამისად, მოქალაქეები, რომლებიც ავტომობილებს რეგისტრაციიდან მოხსნიან, ერთწლიან უფასო სამგზავრო ბარათს მიიღებენ ყველა სახის ტრანსპორტისთვის, რომელიც მთელს გერმანიაში მოქმედებს. სამგზავრო ბარათი თვეში 49 ევრო ღირს, რაც წელიწადში 588 ევროს შეადგენს.

დღის ამბები