07 ივლისი 2024,   15:14
ვრცლად
საბერძნეთი 6 დღიან სამუშაო გრაფიკზე გადავა - პროფკავშირები გადაწყვეტილებას "ბარბაროსულს" უწოდებს

საბერძნეთი 6 დღიან სამუშაო გრაფიკზე გადავა. საბერძნეთი პირველი ევროკავშირის წევრი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. ინფორმაციას guardian-ი ავრცელებს.

საბერძნეთის პროფკავშირების წარმომადგენლების განცხადებით, ეს "ბარბაროსული" გადაწყვეტილებაა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა მოსახლეობის შემცირებით და კვალიფიციური მუშაკების ნაკლებობით არის გამოწვეული.

როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები განმარტავენ, ექვსდღიანი სქემა, მხოლოდ კერძო ბიზნესებზე გავრცელდება, რომლებიც 24-საათიან მომსახურებას უზრუნველყოფენ. გახანგრძლივებული სამუშაო კვირის ფარგლებში, მრეწველობის სფეროსა და საწარმოო ქარხნებში დასაქმებულებს, საშუალება ექნებათ იმუშაონ დამატებით ორი საათით დღეში ან დამატებით რვასაათიან ცვლაში, რისთვისაც მიიღებენ 40%-იან დანამატს დღიურ ხელფასზე.

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ორივე არჩევანი, ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურების პრობლემას მოაგვარებს და არადეკლარირებული სამუშაოს ფართოდ გავრცელებულ პრობლემას აღმოფხვრის.

დღის ამბები