07 ივლისი 2024,   15:17
ვრცლად
ლამაზი და თბილი შეხვედრა იყო, მისმა უწმინდესობამ მადლობა გადაუხადა ბიჭებს ასეთი თავდადებისთვის - არქიმანდრიტი იოანე

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფელში მდებარე რეზიდენციაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მიიღო.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთეს სასულიერო პირებმა და აღნიშნეს, რომ პატრიარქმა მადლობა გადაუხადა მათ, დალოცა და წარმატებები უსურვა.

ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარი შალვა კეკელია: "ამ ბიჭებმა ისე გაგვახარეს ყველა, რომ ყველას გვინდა, მადლობა გადავუხადოთ მთელი ქვეყნის გახარებისთვის. დიდი სურვილი იყო მათი მხრიდანაც და პატრიარქსაც დიდი სურვილი აქვს, რომ ასეთი ადამიანები დალოცოს და გაახაროს. აუცილებლად დალოცავს პატრიარქი თითოეულ მათგანს, რომ კიდევ უფრო გაგვახარონ მათ, თავიანთი წარმატებებით".

არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი: "ლამაზი და თბილი შეხვედრა იყო. მისმა უწმინდესობამ მადლობა გადაუხადა ბიჭებს ასეთი თავდადებისთვის, რომ ერი ასე გაახარეს და გააერთიანეს მათი თამაშით და წარმატებები უსურვა."

 

დღის ამბები