08 ოქტომბერი 2024,   21:16
ვრცლად
არჩევნები ბელარუსში - ალექსანდრე ლუკაშენკო პრეზიდენტად შესაძლოა მეხუთედ აირჩიონ

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათზე გაიხსნა.

სულ, ქვეყნის მასშტაბით, 6 ათასზე მეტი საარჩევნო უბანია გახსნილი. მოქმედი რეზიდენტის გარდა, კენჭს კიდევ სამი კანდიდატი იყრის.

ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელიც ოთხჯერ ზედიზედ იყო არჩეული, უკვე 21 წელია ქვეყნის სათავეშია.

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მინსკში მასშტაბური მსვლელობაც გაიმართა. დემონსტრანტები ქვეყანაში სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას მოითხოვდნენ. 

 

 

 

 

 

დღის ამბები