04 ივლისი 2024,   21:53
ვრცლად
ამერიკელ პროფესორს ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო მედიკამენტზე კვლევის გაყალბებას ედავებიან

ამერიკელ პროფესორს ბრალი თაღლითობის მუხლით წაუყენეს, მას კვლევის გაყალბებას ედავებიან, რის საშუალებითაც სურდა მილიონობით აშშ დოლარის  დაფინანსება მიეღო სახელმწიფოსგან. 

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ფედერალურმა პროკურორებმა, 67 წლის პროფესორი ჰოაუ-იან ვანი, აშშ-ს ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში განაცხადების შეტანისას, მონაცემების გაყალბებაში დაადანაშაულეს. პროფესორმა ვანგმა, განაცხადები წარადგინა როგორც საკუთარი სახელით, ასევე ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში რეგისტრირებული ფარმაცევტული კომპანიის სახელით, რომლის კონსულტანტიც თვითონ იყო.

პროკურატურის ინფორმაციით, ჯანდაცვის ნაციონალურმა ინსტიტუტმა, 2017 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, პროფესორ ვანგს, დაახლოებით, 16 მილიონი აშშ დოლარი გადასცა.

პროკურატურას არ დაუსახელებია კომპანიის სახელი, მაგრამ ზოგიერთი მინიშნება მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის კომპანია Cassava Sciences, რომელთანაც ვანგი თანამშრომლობდა. პროკურატურას კომპანიისთვის ბრალი არ წაუყენებია.

Cassava Sciences-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ წამლის შემუშავების დროს, ვანგი მხოლოდ პირველი ფაზის კვლევის დროს იყო ჩართული.

დღის ამბები