04 ივლისი 2024,   22:30
ვრცლად
წარდგენილი იყო მოწმეთა ჩვენებები, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნები და საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ოქმები, რომლებიც მიუთითებდა ალიმ სადიკოვის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტს - პროკურორი

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმის პროკურორის, ვლადიმერ ბექიშვილის თქმით, საქმეში საკმარისად იყო წარდგენილი მტკიცებულებები. შესაბამისად, მოსამართლემ ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

"წარდგენილი იყო მოწმეთა ჩვენებები, ასევე, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნები და საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ოქმები, რომლებიც მიუთითებდა ალიმ სადიკოვის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტს. შესაბამისად, გაიზიარა მოსამართლემ ბრალდების მხარის მხრიდან წარდგენილი მტკიცებულებები და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა," - აღნიშნა პროკურორმა, ვლადიმერ ბექიშვილმა.

ცნობისთვის 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელს თავისუფლების უავადოდ აღკვეთა მიუსაჯეს. გამამტყუნებელი განაჩენი თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მამუკა წიკლაურმა ცოტახნის წინ გამოაცხადა. აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, მკვლელობაში ბრალდებული ასიმ სადიკოვი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას, სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავებოდნენ.

 

დღის ამბები