08 ოქტომბერი 2024,   21:16
ვრცლად
ისრაელსა და პალესტინას შორის ვითარება ბოლო დღეებში განსაკუთრებით დაიძაბა

ისრაელის ავიაიერიშს ღაზის სექტორში ორსული ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა.

ისრაელის არმიის ცნობით, იერიში პალესტინელი მებრძოლების სარაკეტო შეტევის საპასუხოდ განახორციელეს და მათი სამიზნე ჰამასის იარაღის ორი ქარხანა იყო.

იერუსალიმში ებრაელებზე თავდასხმების გახშირების გამო ისრაელსა და პალესტინას შორის ვითარება ბოლო დღეებში განსაკუთრებით დაიძაბა.

ამის გამო შეშფოთება უკვე გამოთქვა შეერთებულმა შტატებმა. სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ისრაელისა და პალესტინის ლიდერებს ტელეფონითაც ესაუბრა. 

დღის ამბები