07 ივლისი 2024,   16:39
ვრცლად
ქარიშხლისა და ელვის შედეგად, ათენში რამდენიმე ხანძარი გაჩნდა

ქარიშხლისა და ელვის გამო, ათენის ჩრდილოეთ გარეუბანში, რამდენიმე მცირე მასშტაბის ხანძარი გაჩნდა. ხანძარი გავრცელებულია დიონისოსში, მარათონსა და ჩალანდრიშის რაიონებში.

ქვეყნის სახანძრო სამსახურის განცხადებით, ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია სახმელეთო და საჰაერო ძალები.

საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, რომ უახლოეს საათებში, ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში, შტორმია მოსალოდნელი.

წყარო: ekathimerini

დღის ამბები