06 ივლისი 2024,   04:10
ვრცლად
ნატო-ს წევრი ქვეყნები უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს დახმარების გადაცემაზე შეთანხმდნენ - Reuters

ნატო-ს წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას სამხედრო დახმარების სახით, მომავალ წელს 40 მილიარდი ევრო გადასცენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ნატოს-წევრ ქვეყნებს სთხოვა, უკრაინის სამხედრო დახმარება იმავე დონეზე შეინარჩუნონ, რაც უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაუწესეს. ეს თანხა, წელიწადში დაახლოებით, 40 მილიარდ ევროს შეადგენს.

ნატო-ს ლიდერები ამ შეთანხმებას, მომავალ კვირას, ვაშინგტონში ჩანიშნულ შეხვედრაზე მოაწერენ ხელს.

დღის ამბები