16 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
პროკურორის შერჩევის პროცესი აღარ არის დამოკიდებული მთავრობაზე, ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რომელიც ჩვენი ხელისუფლების დროს შეიქმნა - ირაკლი ქადაგიშვილი

გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან დღეიდან ინდივიდუალურ გასაუბრებას იწყებს საპროკურორო საბჭო. წარდგენილია სულ 11 კანდიდატურა. მათგან სამი ფარული კენჭისყრით შეირჩევა, რომელიც უკვე პარლამენტს გადაეცემა. საკანონმდებლო ორგანო ერთ-ერთ მათგანს თანამდებობაზე დაამტკიცებს.

გენერალური პროკურორის პოსტი მაისიდან ვაკანტურია - ირაკლი შოთაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება, მისი განმარტებით, გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო.

“პროკურორის შერჩევის პროცესი აღარ არის დამოკიდებული აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, მთავრობაზე. ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რომელიც ჩვენი ხელისუფლების დროს შეიქმნა. პროფესიონალიზმს აქვს მნიშვნელობა, გამოცდილებას, კეთილსინდისიერებას. საპროკურორო საბჭოს მიერ არჩეული 3 კანდიდატი მერე გადმოეცემა უკვე პარლამენტს და პარლამენტი იქიდან ერთ-ერთს უკვე დაამტკიცებს საქართველოს გენერალური პროკურორის პოზიციაზე,“ - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები