07 ივლისი 2024,   01:44
ვრცლად
"ბრენდმედია: შექმნისა და განვითარების სტრატეგიები“ - ComCom-ის მედიააკადემიაში მედიით დაინტერესებული პირებისთვის 2-დღიანი სემინარი მოეწყო

"ბრენდმედია: შექმნისა და განვითარების სტრატეგიები“ - ComCom-ის მედიააკადემიაში მედიით დაინტერესებული პირებისთვის 2-დღიანი სემინარი მოეწყო. შეხვედრას ჟურნალისტი და მედიასთან კომუნიკაციის სპეციალისტი, თეა სხიერელი უძღვებოდა.

შეკრებილებმა განიხილეს, თუ რას წარმოადგენს ბრენდის კონტენტი და ბრენდჟურნალისტიკა, ასევე, რა არის მათი ფუნქციები. საუბარი შეეხო კონკრეტულ მაგალითებს. შეხვედრების ბოლოს, მედიააკადემიამ ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა.

"ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს მედია დგას, რა შესაძლებლობები აქვს ჟურნალისტიკის ამ სფეროს, კონკრეტულად ბრენდმედიას. ახალი სფეროა, რომელსაც, ვფიქრობ, რომ საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს,“ - აცხადებს ტრენერი თეა სხიერელი.

დღის ამბები