07 ივლისი 2024,   01:28
ვრცლად
"კენჭს ვიყრი და რბოლაში ბოლომდე ვრჩები" - ჯო ბაიდენი

"კენჭს ვიყრი და რბოლაში ბოლომდე ვრჩები" - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა.

თეთრ სახლში, პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა კითხვის საპასუხოდ, განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი არჩევნებზე კანდიდატურის მოხსნას არ განიხილავს.

მანამდე, ბაიდენმა და ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა თეთრ სახლში დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს, შემდეგ კი სატელეფონო საუბარი გამართეს "დემოკრატებთან", სადაც ბაიდენმა დაადასტურა, რომ არჩევნებს არ ეთიშება.

სპეკულაციები ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურის მოხსნის შესახებ მას შემდეგ გაჩნდა, რაც ტრამპთან სატელევიზიო დებატებზე ბაიდენის გამოსვლა საუკეთესო არ იყო.

დღის ამბები