08 ოქტომბერი 2024,   21:17
ვრცლად
მოსკოვში დონბასის მოხალისეთა კავშირი შეიქმნა

მოსკოვში დონბასის მოხალისეთა კავშირი შეიქმნა. ორგანიზაციაში რუსეთის ის მოქალაქეები არიან გაწევრიანებული, რომლებიც უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში იბრძოდნენ.

კავშირს ე.წ. დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ბოროდაი ხელმძღვანელობს.

უკვე გაიმართა გაერთიანების პირველი ყრილობაც, რომელსაც 600-მდე ადამიანი ესწრებოდა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ომი ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში ისინი დონბასში დასაბრუნებლად და კვლავ საბრძოლველად მზად არიან.

დღის ამბები