07 ივლისი 2024,   00:53
ვრცლად
რუსთავში, გრიგოლ ხანძთელის განახლებული ქუჩა უკვე გახსნილია

რუსთავში, გრიგოლ ხანძთელის განახლებული ქუჩა უკვე გახსნილია. 11 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო. დაიგო ასფალტის საფარი, გაკეთდა ბორდიურები, გარე განათება, განახლდა სანიაღვრე ქსელი; გამწვანდა ტერიტორია.

ადგილობრივი მოსახლეობა ამიერიდან მუნიციპალური ტრანსპორტითაც სრულყოფილად ისარგებლებს.

სამუშაოები დაახლოებით 1.5 მილიონი ლარი დაჯდა და ის ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

 

დღის ამბები