07 ივლისი 2024,   00:55
ვრცლად
"ცხოვრება ალერგიასთან ერთად" - ბიძინა კულუმბეგოვმა წიგნი გამოსცა

"ცხოვრება ალერგიასთან ერთად" - "სტამბაში" ბიძინა კულუმბეგოვის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ის ერთგვარი სახელმძღვანელოა მათთვის, ვისაც ალერგიის სხვადასხვა ფორმასთან გამკლავება უწევს.

მკითხველს წიგნში ალერგიასთან საბრძოლველად ექიმის პრაქტიკული რჩევების გაცნობა შეუძლია.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პაციენტებს დავეხმაროთ და არა მარტო პაციენტებს, ყველა ადამიანს, თუნდაც ვისაც ოჯახის წევრი ჰყავს ალერგიული იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მარტივ და გასაგებ ენაზე ჰქონდეთ ალერგიასთან დაკავშირებით. სახელმძღვანელოს მიზანი გახლავს სწორედ ის, რომ ეს იყოს ძალიან მარტივად, ადამიანისთვის გასაგებ ენაზე გადაცემული და, რა თქმა უნდა, მასში დეტალურად იყოს აღწერილი ყველა ის მექანიზმი, რომელიც ალერგიას უკავშირდება,“ - აცხადებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

დღის ამბები