07 ივლისი 2024,   01:10
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საყოველთაო არჩევნები დაიწყო

დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საყოველთაო არჩევნები დაიწყო - ინგლისის, შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის 650 ოლქში 40 000 საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 7:00 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემა 22:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

დიდი ბრიტანეთის ვადამდელ არჩევნებში 4 515 კანდიდატი მონაწილეობს, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად, 326 მანდატია საჭირო.

უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით, სავარაუდოდ, არჩევნებში "ლეიბორისტული პარტია" გაიმარჯვებს.

დღის ამბები