08 ოქტომბერი 2024,   21:14
ვრცლად
ირანმა ახალი ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა

ოფიციალურმა თეირანმა ახალი ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა. ირანის სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით, შემოწმება წარმატებით დასრულდა.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ცნობით, საუბარია ხმელეთი–ხმელეთის კლასის ახალ რაკეტაზე, რომლის ყველა კომპონენტიც ირანელმა სპეციალისტებმა დაამზადეს.

ეს არის შორ მანძილზე მოქმედი პირველი მართვადი ირანული რაკეტა, თუმცა მისი მოქმედების ზუსტ რადიუსს ადგილობრივი მედია ჯერჯერობით არ ახმაურებს. 

 

 

დღის ამბები