07 ივლისი 2024,   04:02
ვრცლად
კალიფორნიაში ტყე იწვის - ხანძრის გამო, ევაკუირებულია 25 ათასამდე ადამიანი

კალიფორნიაში ტყე იწვის - ხანძრის გამო, ევაკუირებულია 25 ათასამდე ადამიანი. ხანძარი ოროვილის დასახლების სიახლოვეს, ტყის მასივებზე, 1 200-ზე მეტ ჰექტარზეა გავრცელებული.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება, რადგან რეგიონში გვალვა, სიცხე და ცეცხლის ათობით კერაა.

უშუალოდ ოროვილში სტიქია ლოკალიზებულია. ახლა მეხანძრეები ცდილობენ, ცეცხლს ჩრდილოეთით გავრცელების საშუალება არ მისცენ.

დღის ამბები