05 ოქტომბერი 2024,   22:17
ვრცლად
თელ-ავივში მორიგი ანტისამთავრობო აქცია დემონსტრანტების დარბევით დასრულდა - რა მოთხოვნები აქვთ პროტესტის მონაწილეებს

თელ-ავივში მორიგი ანტისამთავრობო აქცია დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. პოლიციამ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენა. დაკავებულია რამდენიმე დემონსტრანტი.

როგორც The Times of Israel-ი წერს, ათასობით მოქალაქემ მორიგი საპროტესტო აქცია უცვლელი მოთხოვნით გამართა - გაათავისუფლონ "ჰამასის" მიერ დატყვევებული მძევლები და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

სამართალდამცველებმა მომიტინგეების დაშლა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მათ გზების ბლოკირება დაიწყეს და ავტომაგისტრალზე ცეცხლი დაანთეს.

დღის ამბები