16 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

საფრანგეთში დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. როგორც BBC აღნიშნავს, ეს არის პირველი არჩევნები, რომელშიც გამარჯვებისა და საფრანგეთის მთავრობის ფორმირების შანსი მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიას, "ეროვნულ გაერთიანებას" აქვს.

გამარჯვების შემთხვევაში, მარინ ლე პენი და მისი მოკავშირეები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებასა და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხის გადახედვას აპირებენ.

არჩევნების პირველ ტურში "ეროვნული გაერთიანების" წევრებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და ათობით ოლქში გაიმარჯვეს.

ხმის მიცემის პროცესი საფრანგეთში ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე დაიწყო და პირველი ეგზიტპოლის შედეგები გვიან ღამით გახდება ცნობილი.

დღის ამბები