05 ოქტომბერი 2024,   22:05
ვრცლად
სიდნეიში, ხანძრის შედეგად, სამი ბავშვი გარდაიცვალა - ავსტრალიის პოლიცია ინციდენტს მკვლელობად განიხილავს

სიდნეიში, ხანძრის შედეგად, სამი ბავშვი გარდაიცვალა - ავსტრალიის პოლიცია ინციდენტს მკვლელობად განიხილავს. დაღუპულთა შორისაა 10 თვის ბავშვი, რომელიც ხანძრის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო 2 და 4 წლის ბავშვები საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალნენ.

ბოლო მონაცემებით, ეჭვმიტანილია 28 წლის მამაკაცი, რომელმაც შემთხვევის ადგილას პოლიციისთვის ხელის შეშლა სცადა.

დღის ამბები