05 ოქტომბერი 2024,   07:50
ვრცლად
ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო კამპანიაში კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს

ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო კამპანიაში კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს. ამის შესახებ შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა "ეი ბი სი"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ბაიდენის თქმით, მხოლოდ "ყოვლისშემძლე ღმერთს" შეუძლია მას ეს გადაწყვეტილება მიაღებინოს.

"ტრამპი პათოლოგიური მატყუარაა. ასეთია, როდესმე გინახავთ, რომ მის გაკეთებულ საქმეს ვინმესთვის მის გარდა სიკეთე მოეტანოს? ჩემი თავი ორ საკითხში დავარწმუნე. ყველაზე კვალიფიციური ადამიანი ვარ, რომ ტრამპი დავამარცხო და ვიცი მიზანს როგორ მივაღწიო. ხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთს შეუძლია, დამარწმუნოს, რომ პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გამოვეთიშო. თუ ღმერთი მეტყვის ჯო გამოეთიშე საარჩევნო მარათონს გამოვეთიშებოდი მაგრამ ეს არ მოხდება,"- განაცხადა ბაიდენმა.

ჟურნალისტმა ჯო ბაიდენს კოგნიტური შესაძლებლობების ტესტის ჩაბარება შესთავაზა, რაზეც ბაიდენმა განაცხადა, რომ ამის საჭიროება არ არსებობს.

დღის ამბები