05 ოქტომბერი 2024,   08:12
ვრცლად
ჟინვალჰესის გამართული და სტაბილური ოპერირებისთვის სამუშაოები აქტიურად გრძელდება

ჟინვალჰესის გამართული და სტაბილური ოპერირებისთვის სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ჰიდროკომპლექსის გამყვანი გვირაბის რეაბილიტაციისთვის კომპანიამ 2 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიციას განახორციელა.

ჟინვალჰესის წყალგამყვანი გვირაბის სიგრძე 9 კილომეტრამდეა. 

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 კილომეტრამდე სიგრძის მონაკვეთს ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში მოხდა გვირაბის ძირისა და კედლების მოსახვის აღდგენა და ფილტრაციული კერების აღმოფხვრა. 

დღის ამბები