05 ოქტომბერი 2024,   08:18
ვრცლად
ბელგიის ქალაქ ანტვერპენში მოქმედმა ქართულმა ლიტერატურულმა თეატრმა ორი სპექტაკლის პრემიერა გამართა

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში მოქმედმა ქართულმა ლიტერატურულმა თეატრმა "ჩვენ დავბრუნდებით" ორი სპექტაკლის პრემიერა გამართა. 

პირველ განყოფილებაში მიუზიკლი "რწყილი და ჭიანჭველა" წარმოადგინეს. მეორე განყოფილებაში კი მსახიობებმა, მაყურებელს კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენას" მიხედვით დადგმული სპექტაკლი უჩვენეს.

წარმოდგენაში ბელგიაში, საფრანგეთსა და ირლანდიაში მცხოვრები ემიგრანტები მონაწილეობდნენ.  

დღის ამბები