05 ოქტომბერი 2024,   09:06
ვრცლად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ტრაგიკულად დაღუპული სამხედრო მფრინავის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპული სამხედრო მფრინავის, ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. 

"მიიღეთ ჩვენი სამძიმარი თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის გარდაცვალების გამო. ყველა ახასიათებს მას, როგორც სამშობლოსთვის თავდადებულ პიროვნებას, საუკეთესო ხელმძღვანელსა და გამოცდილ მფრინავს.

უფალმა დააწესოს მისი უკვდავი სული სავანესა მართალთასა, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოგმადლოთ მშვიდობა, მისთვის ლოცვის ძალა და რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ყველანი უნდა ვემზადებოდეთ", - წერია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში. 

დღის ამბები