08 ოქტომბერი 2024,   21:22
ვრცლად
რუსული გაზპრომის მონოპოლიას საფრთხე ემუქრება

საქართველო თავისი ადგილმდებარეობით საინტერესოა მსოფლიოში მაგრამ რუსეთისთვის ჩვენი ქვეყანა განსაკუთრებით ენერგეტიკული დერეფნისთვის არის საინტერესო. პოსტსკრიპტუმმა გადახედა იმ საფრთხეებს, რომელიც რუსულ გაზპრომს ემუქრება. 

ევროპას ბუნებრივი აირით რუსეთი ამარაგებს, თუმცა რუსულ გაზპრომს კონკურენტები უკვე გამოუჩდნენ.

ამ დროისთვის ბაქო-ერზრუმის მილსადენი, რომელიც სწორედ საქართველოზეც გადის 8 მილიარდ კუბურ მეტრს ატარებს, თუმცა  2017 წლიდან ამ მილსადენის გამტარობა ჯერ 16 მილიარდ კუბამდე, ხოლო შემდეგ 24 მილიარდ კუბამდე გაიზრდება და ეს მხოლოდ აზერბაიჯანის შაჰ დენიზის საბადოს ხარჯზე. თუმცა არსებობს შანსი, რომ ამას თუქმენეთი მიუერთდეს, რომელიც გაზის საბადოების მხრივ მსოფლიოში რიგით მეოთხე  ქვეყანაა.

ამასთან მიმდინარეობს საუბარი  ორი მილსადენის ტანაპისა და ტაპის მშენებლობისთვის.  ტანაპის პროექტი საშუალებას იძლევა, რომ კაპიური აირი კონტინენტურ ევროპამდე მივიდეს. მეორე პროექტი ტაპი კი უკვე ადრიატიკის გავლით აირს პირდაპირ დასავლეთ ევროპას მიაწვდის.

დასავლეთ ევროპისთვის კი რუსული გაზპრომი დღეის მდგომარეობით შეუცვლელი მომმარაგებელია.

რუსეთს შესაძლოა უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი კონკურენტი ირანიც გამოიჩნდეს. ქვეყანას დასავლეთმა უკვე მოუხსნა სანქციები, ამიტომ არ არის გამორიცხული ბუნებრივი გაზით მსოფლიოში ყველაზე მდიდარმა ქვეყანამ ევროპისათვის გაზის მიწოდება გადაწყვიტოს.

ამ პროექტების განხორციელება კი გაზპრომის მონოპოლიას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი. 

დღის ამბები