06 ოქტომბერი 2024,   11:43
ვრცლად
თბილისის მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი ტექნიკური სამუშაოების გამო დროებით წყვეტს საქმიანობას

თბილისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეიდან  დროებით წყვეტს საქმიანობას მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი.

მოქალაქეები შესაბამის მომსახურებას კონკრეტული მიმართულებების მიხედვით მიიღებენ რამდენიმე რაიონულ სერვისს ცენტრში. კერძოდ: თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს, არქიტექტურის სამსახურის, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეები მომსახურებას მიიღებენ კოსტავას N72-ში. რაც შეეხება ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურების, ასევე, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს კომპეტენციაში არსებულ საკითხებს, მოქალაქეები შესაბამის მომსახურებას მიიღებენ ვაკის რაიონულ სერვისს ცენტრში, მისამართზე - თამარაშვილის N10ა და საბურთალოს რაიონულ სერვისს ცენტრში, მისამართზე - მიცკევიჩის N20.

ააიპ "ჩემი ადვოკატი" მოქალაქეებს მოემსახურება ყველა რაიონულ სერვისს ცენტრში. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დღის ამბები