06 ოქტომბერი 2024,   13:52
ვრცლად
მარო მაყაშვილის სახელობის სამხედროთა სარეაბილიტაციო ცენტრში, დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა

მარო მაყაშვილის სახელობის სამხედროთა სარეაბილიტაციო ცენტრში, დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა. კვირეული სპორტული და კულტურული ღონისძიებებით იყო დატვირთული.

შეჯიბრებები გაიმართა პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში. ღონისძიებები დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის ღია კარის დღით დასრულდა. ბავშვებისთვის გასართობი პროგრამის პარალელურად, მოწვეულ სტუმრებს ბაზის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების შესაძლებლობაც ჰქონდათ.

 

დღის ამბები