29 სექტემბერი 2024,   05:26
ვრცლად
რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმის გამო, უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს - ზელენსკი

კიევში თითქმის 24 საათია სამძებრო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს - ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბავშვთა საავადმყოფოს ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ. ვარაუდობენ, რომ იქ ბავშვები არიან მოყოლილები. დაშავებულთა რიცხვი 170-ს აჭარბებს. დაღუპულია 41 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები. ამის გამო დღეს ქვეყანაში გლოვის დღეა.

ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნით, გაეროში უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.

"რუსეთს მშვიდობა უნდა ვაიძულოთ. ამის გაკეთება მხოლოდ ერთობლივად შეგვიძლია. მათთან, ვინც მსოფლიოში მშვიდობისკენ ისწრაფვის. ამისთვის მხარდაჭერა, გადაწყვეტილებები და ერთობლივი ქმედებები გვჭირდება. რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმის გამო, უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს. ჩვენ რუსეთს ტერორისტულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

პარალელურად, უკრაინის სამხედრო ძალების დრონებმა იერიში როსტოვისა და ვოლგოგრადის ოლქებში ენერგო და ნავთობ ობიექტებზე მიიტანეს.

დღის ამბები