08 ოქტომბერი 2024,   21:23
ვრცლად
ანკარაში ტერაქტის დროს დაღუპულთა რიცხვი 128-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, თურქეთის დედაქალაქში მომხდარ ტერაქტს 128 ადამიანი ემსხვერპლა. ერთდროულად მომხდარი 2 აფეთქების უკან ხელისუფლება ისლამური სახელმწიფოს კვალს ხედავს, თუმცა ამ დრომდე არც ერთ დაჯგუფებას პასუხისმგებლობა მომხდარზე არ აუღია.

ანკარაში ტერაქტის ადგილას პოლიციასა და მოქალაქეების ჯგუფს შორის შეტაკებები მოხდა. ვითარება მას მერე დაიძაბა, რაც პოლიციამ ოპოზიციონერ პარლამენტარებსა და მოსახლეობას ტერაქტის ადგილთან მიახლოებისა და იქ ყვავილების მიტანის საშუალება არ მისცა.

დაძაბულობა კი ისევ გრძელდება თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთში. ქალაქ დიარბაქირში ქურთი აქტივისტების აქცია პოლიციამ წყლის ჭავლითა და რეზინის ტყვიებით დაშალა. მიუხედავად მომხდარისა თურქეთი პირველი ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას ისევ განაგრძობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები