08 ოქტომბერი 2024,   21:18
ვრცლად
ერაყში ავიაიერიშებს "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი ემსხვერპლა - ერაყის ხელისუფლება

ერაყის ხელისუფლება ინფორმაციას ავრცელებს, რომ უკანასკნელ ავიაიერიშებს ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ერთერთი ლიდერი აბუბ-ბაქრ ალ ბაღდადი ემსხვერპლა. თუმცა, მსგავსი ინფორმაცია რამდენჯერმე მანამდეც გავრცელდა.

ავიაიერიშები ტერორისტების ავტომობილებზე ერაყის ავიაციამ ანბარის პროვინციაში, ქვეყნის დასავლეთით განახორციელა. მათი ინფორმაციით, ალ-ბაღდადი სირიის საზღვარზე "ისლამური სახელმწიფოს" სხვა ლიდერებთან შესახვედრად მიემგზავრებოდა.

პარალელურად, სირიაში ასადის არმია სხვადასხვა ძალის დახმარებით საბრძოლო პოზიციებზე წარმატებებს აღწევს.

სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, ლიბანური ჰესბოლას მხარდაჭერით და რუსული ავიაციის დაბომბვების ფონზე, მაღალმთიან რეგიონებში ასადის არმიამ მნიშვნელოვნად წაიწია წინ.

დღის ამბები