08 ოქტომბერი 2024,   21:21
ვრცლად
გლაზგოში საცხოვრებელი კომპლექსის დემონტაჟი აფეთქების საშუალებით განახორციელეს

გლაზგოს გარეუბანში ერთდროულად 6 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის დემონტაჟი აფეთქების საშუალებით განახორციელეს. მიუხედავად წინასწარ გათვლილი პროცესისა, ექვსიდან 2 შენობის ბოლომდე დანგრევა ვერ მოხერხდა.

ქალაქის ხელისუფლებამ წინასწარ მიმდებარე ტერიტორიიდან რამდენიმე საათით 2500 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.

დემონტაჟი მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ქალაქის ამ ნაწილში განაშენიანების ახალი გეგმა დამტკიცდა.

დანგრეული შენობები 60-იან წლებში იყო აშენებული და მაშინ ისინი ევროპაში ყველაზე მაღალ მრავალსართულიან ნაგებობებად ითვლებოდა.

დღის ამბები