08 ოქტომბერი 2024,   21:23
ვრცლად
ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა

მეხუთე ვადით ხელისუფლების სათავეში ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ისევ ალექსანდრე ლუკაშენკომ მოიპოვა.

ცესკო-ს ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით მოქმედმა პრეზიდენტმა 83,49%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა. მეორე ადგილზე კი მისი კონკურენტი ტატიანა კოროტკევიჩი 4%-იანი მხარდაჭერით გავიდა. სულ საპრეზიდენტო არჩევნებში 4 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას.

ევროპის უკანასკნელ დიქტატორად წოდებული პრეზიდენტი ლუკაშენკო უკვე 21 წელია ქვეყნის სათავეშია.

პირველ ოფიციალურ ვიზიტს კი ლუკაშენკო უახლოეს ხანებში რუსეთში გეგმავს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები