08 ოქტომბერი 2024,   21:19
ვრცლად
ირანული მედიის ცნობით, ერაყში თარხან ბათირაშვილი დაიღუპა

ერაყის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ისლამური სახელმწიფოს ლიდერი აბუ ბაქრ ალ–ბაღდადი დაჭრილია. ერაყის ავიაციამ ანბარის პროვინციაში  ავტოკოლონაზე წერტილოვანი დარტყმა განახორციელა. ერთერთ ავტომობილში ალ ბაღდადი იმყოფებოდა.

იერიშის შედეგად ის მძიმედ დაიჭრა, მისი თანხმლები 6 პირი კი ადგილზე დაიღუპა. ირანული მედიის ცნობით, დაღუპულებს შორისაა უმარ აშ–შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი.

ერაყის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაიბომბა ის ადგილიც, სადაც ისლამისტების ლიდერი საველე მეთაურებს უნდა შეხვედროდა. პენტაგონი ალ ბაღდადის დაჭრის შესახებ გავრცელებულ ცნობას ჯერჯერობით არ ადასტურებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები