08 ოქტომბერი 2024,   21:20
ვრცლად
მოსკოვში მასშტაბური ტერაქტი აღკვეთეს

მოსკოვში მასშტაბური ტერაქტი აღკვეთეს. სამართალდამცველებმა ერთერთ საცხოვრებელ კორპუსში 10 ადამიანი დააკავეს, რომლებიც, გამოძიების ვარაუდით, დედაქალაქში თავდასხმას გეგმავდნენ.

დაკავებულთა უმეტესობა ცენტრალური აზიის ქვეყნების მოქალაქეა. ცნობილია ისიც, რომ სამი ეჭვმიტანილი სირიაში ცხოვრობდა.

ბინის ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა 5 კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტური ასაფეთქებელი მოწყობილობაც იპოვეს.

მოსკოვის პარალელურად, სპეცოპერაცია ინგუშეთშიც მიმდინარეობს. სამართალდამცველები მებრძოლების დაკავებას ცდილობენ, რომლებიც ნაზრანში ორ სახლს აფარებენ თავს.

დღის ამბები