16 აგვისტო 2026,   02:34
ვრცლად
ხევსურეთში "მთის დღეები 2024" ჩატარდება

"მთის დღეები 2024" ხევსურეთშიც ჩატარდება. ღონისძიებას შატილი პირველად მასპინძლობს. ადგილზე უკვე მიმდინარეობს ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოები, 14:00 საათიდან კი საფესტივალო ტერიტორიაზე მისული სტუმრებისათვის სხვადასხვა სახის აქტივობა გაიმართება.

მათ შორის, მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, შემეცნებითი, გასართობი თამაშები და შეჯიბრებები. საღამო ცნობილი მომღერლების კონცერტით დასრულდება.

 

დღის ამბები