16 სექტემბერი 2024,   11:05
ვრცლად
გიორგი მიქაუტაძე EURO 2024-ის თანაბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელი გახდა

გიორგი მიქაუტაძე EURO 2024-ის თანაბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელი გახდა. UEFA-ს გადაწყვეტილებით, თუ ფინალის შემდეგ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი არ გამოვლინდებოდა, "ოქროს ბუცი" ჯილდოს სახით, ყველა იმ ფეხბურთელს გადაეცემოდა, რომლებსაც გატანილი გოლების თანაბარი რაოდენობა ექნებოდა.

ჩემპიონატზე ყველაზე მეტი, სამ-სამი გოლი მიქაუტაძესთან ერთად გატანილი აქვს 5 ფეხბურთელს - გერმანიის, ინგლისის, ნიდერლანდების, ესპანეთისა და სლოვაკეთის წარმომადგენლებს.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი გუშინ გაიმართა. ესპანეთის ნაკრებმა ბერლინში გამართულ ფინალურ მატჩში ინგლისის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა და თავის ისტორიაში მეოთხედ ევროპის ჩემპიონი გახდა. ფინალში ვერც ინგლისელმა კეინიმ და ვერც ესპანელმა ოლმომ გოლი ვერ გაიტანეს, შედეგად, UEFA ექვსივე ფეხბურთელს ერთდროულად დააჯილდოებს და ოქროს ბუცს გადასცემს.

დღის ამბები