ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს აღნიშნავენ. ღვთისმშობლის კვართი დადიანების სასახლიდან გამოაბრძანეს და ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გადააბრძანეს. მსვლელობას ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე უძღვებოდა.
წირვა-ლოცვას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასულ მომლოცველებთან ერთად თავდაცვის მინისტრი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.