05 დეკემბერი 2024,   07:32
ვრცლად
გიორგი მიქაუტაძე ლიონის ფეხბურთელია

გიორგი მიქაუტაძე ლიონის ფეხბურთელია. მონაკოში გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა, ქართველმა ფორვარდმა მშობლიურ კლუბში დაბრუნება გადაწყვიტა.

23 წლის ქართველს ლიონში დღეს ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და მერე კონტრაქტსაც გააფორმებს. გიორგი მიქაუტაძე ლიონშია დაბადებული, ფეხბურთის თამაშიც ამ კლუბის აკადემიაში დაიწყო, თუმცა, შემდეგ სათამაშოდ მეცში გადავიდა. ლიონმა შარშან ლიგა 1-ში მეექვსე ადგილი დაიკავა და წელს ევროპა ლიგაზე ითამაშებს.

დღის ამბები