29 აგვისტო 2026,   18:11
ვრცლად
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, მსოფლიო რაგბის კლასიფიკაციაში მე-12 ადგილზე გადაინაცვლა

საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა, მსოფლიო რაგბის კლასიფიკაციაში მე-12 ადგილზე გადაინაცვლა. ჩვენი ნაკრები მსოფლიო რაგბის რეიტინგში იაპონიის დამარცხების შემდეგ დაწინაურდა.

კლასიფიკაციაში "ბორჯღალოსნები" მეთოთხმეტე ადგილზე იყვნენ. საზაფხულო სერიის დასკვნითი შეხვედრა 20 ივლისს, ავსტრალიაში გაიმართება.

მოგების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები რეიტინგში მე-11 საფეხურზე გადაინაცვლებს, რაც საქართველოს ნაკრების რეკორდის გამეორება იქნება.

დღის ამბები