29 სექტემბერი 2024,   07:24
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კამპანია დაიწყო - პარტიამ ახალი ცენტრალური ოფისი გახსნა

"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა. ორთაჭალაში, გორგასლის 20 ნომერში, პარტიის ახალი ცენტრალური ოფისი გაიხსნა.

ღონისძიებას ესწრებიან მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ასევე - მმართველი პარტიის ლიდერები, აღმასრულებელი მდივანი, გენერალური მდივანი, დეპუტატები, პარლამენტის წევრები, საკრებულოს დეპუტატები და "ქართული ოცნების" მხარდამჭერები.

 

დღის ამბები