29 მარტი 2025,   22:07
ვრცლად
ეს კანონპროექტი განხილული იქნება და კანონად იქცევა ძალიან მალე - გივი მიქანაძე ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      კანონმდებლები რიგგარეშე სესიაზე ხვალ შეიკრიბებიან. სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ, პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვის შემდეგ მოიწვია.

      ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც დეპუტატებმა უნდა იმსჯელონ, ამნისტიის კანონპროექტია, რომელიც 300-მდე მუხლზე გავრცელდება, თუმცა ის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდადებულ პირებს არ შეეხება.

      უმრავლესობა აქცენტს სახელმწიფოს მხრიდან ჰუმანურ მიდგომებზე აკეთებს.

      პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ძალიან მალე იქცევა კანონად და ეს ხელისუფლების ჰუმანურ მიდგომებზე მიუთითებს.

      "ოპოზიციის გადასაწყვეტია ჩაერთვება თუ არა კანონის განხილვაში. მთავარი არის, რომ ეს კანონპროექტი განხილული იქნება და კანონად იქცევა ძალიან მალე. ის არის სახელმწიფოს მხრიდან გამოხატული აქტი, რომელიც მიუთითებს სახელმწიფოს დამოკიდებულებასა და ჰუმანურ მიდგომებზე, რომელიც ხელისუფლებას ახასიათებს", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

      დღის ამბები
      მეტი